თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამ კვირაში რუსეთში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად, გაემგზავრება.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი აქტიურად აკვირდება მოლაპარაკებების მიმდინარეობას და უკრაინაში ომის დასრულებას "ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად" მიიჩნევს.
პრესმდივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მოლაპარაკებების პროცესი "სწორი მიმართულებით ვითარდება".
"სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამ კვირის ბოლოს რუსეთში დაბრუნდება, რათა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები განაგრძოს", - განაცხადა ლევიტმა.
ამასთან, ლევიტმა არ დააკონკრეტა, თუ როდის განხორციელდება ვიზიტი.
ცნობისთვის, უიტკოფი რუსეთში 11 აპრილსაც იყო, სადაც ვლადიმერ პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა.