ლონდონში უკრაინისა და ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

გამოქვეყნდა:

ლონდონში უკრაინისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრას ესწრებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. ისინი მოლაპარაკებებს თავიანთ ბრიტანელ კოლეგებთან, დევიდ ლამთან და ჯონ ჰილთან, მართავენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეები განიხილავენ უკრაინის გაძლიერების და გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზებს.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ლონდონში დღეს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

შეხვედრაზე უნდა ემსჯელათ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, უკრაინას სთავაზობდა ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას. ოფიციალური კიევი კი ამ ვარიანტს კატეგორიულად გამორიცხავს.

ლონდონში აღარ ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. აშშ-ს ტრამპის წარმომადგენელი, კიტ კელოგი წარმოადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი