დღეს, ლონდონში საგარეო მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხს ეხებოდა, გადაიდო

გამოქვეყნდა:

The Guardian-ის ინფორმაციით, დღეს, ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხს ეხებოდა, გადაიდო.

"უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრა გადაიდო. ოფიციალური დონის მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ მედიისთვის დახურული იქნება", - აცხადებენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თუმცა, მედიის ინფორმაციით, ლონდონში ჩასული უკრაინის დელეგაცია, [ ანდრეი ერმაკი, რუსტემ უმეროვი, ანდრეი სიბიგა] ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ლონდონში უკრაინაში ომის დასრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ასევე დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით შეხვედრა უნდა გამართულიყო. გუშინ, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

ცნობისთვის, რუბიო მსგავსი ფორმატის შეხვედრას, რომელიც 17 აპრილს პარიზში გაიმართა, ესწრებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი