ვაგრძელებთ დიალოგს, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად | ერმაკი ლონდონში გამართულ მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

ლონდონში დღეს უკრაინისა და ევროპის დელეგაციების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც განიხილეს აშშ-ის სამშვიდობო წინადადებები. შეხვედრის სტატუსი მას შემდეგ, რაც მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არ დაესწრო, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წერს, მნიშვნელოვანი დიალოგი შედგა.

„ეს უკვე მეორე შეხვედრაა - წინა პარიზში გაიმართა. დღეს ჩვენ გავაგრძელეთ ღრმა დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ერთგულნი ვართ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის. მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერისა და ომის რაც შეიძლება მალე შეჩერების ერთობლივი სურვილისთვის. რუსეთი კვლავ უარს ამბობს უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, აჭიანურებს პროცესს და ცდილობს მოლაპარაკებებით მანიპულირებას. ჩვენ შევთანხმდით შემდგომ რეგულარულ კონსულტაციებზე მთავარი მიზნის მისაღწევად: სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის“, - წერს ერმაკი.

უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ერმაკის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი შედიოდნენ, ხოლო ბრიტანეთის მხრიდან ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონათან პაუელი, საფრანგეთის მხრიდან - პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი, გერმანიის მხრიდან კანცლერის მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში იენს პლატნერი.

შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ რეზიდენციაში, საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლამის მოწვევით გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი