​იოსებ სიგუა - მარნეულის პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც საკრებულოს მოძალადე თავმჯდომარეს მფარველობს

გამოქვეყნდა:

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქართული ოცნების რეიტინგი გაუარსედა - ipsos-ის კვლევა

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხა და სცემა, ამ დრომდე არავის დაუკითხავს. ამის მიზეზი სავარაუდოდ მისი მფარველი - შსს-ს მაღალჩინოსანი იოსებ სიგუაა, რომელიც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

არსებული ინფორმაციით, ამირან გიორგაძის გარდა, სიგუა "ქართული ოცნების" იმ წარმომადგენლებსაც მფარველობს, რომლებიც დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

2020-ის წარმომადგენლებმა 29 სექტემბრის ძალადობრივი დაპირისპირების კადრები გაასაჯაროეს, სადაც ჩანს, რომ ადგილზე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე - ამირან გიორგაძეც არის

"მე პირადად რაც მესმოდა- მოკალი ეგ ძაღლიშვილები, რითი არ ისვენებენო, ამას ამბობდა ამირან გიორგაძე და იგივეს იმეორებდა გაწვევის კომისიის თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე - ამბობს დაპირისპირებაში მონაწილე, ნაცემი და შემდეგ უკვე ბრალდებულის, ლაშა ქველაძის ნათესავი.

სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის წევრი, გიორგი მუმლაძე კი ამბობს, რომ ამირან გიორგაძე ფარულად გამოკითხეს:

"როგორც ჩანს, გუშინ ჟურნალისტებისგან ფარულად გამოუკითხავთ ამირან გიორგაძე. მან მიცა ჩვენება და თქვა, რომ არაფერი არ იცის და აშველებდა" ამბობს მუმლაძე, რომელიც გამოკითხვაზე მარნეულის პოლიციაში გუშინ, 4 ოქტომბერს იყო და დაზარალებულად ცნეს.

ამირან გიორგაძე კი კამერებს დღესაც ემალება და ბრალდებებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბრის დაპირისპირების შემდეგ, შსს-მ "ქარტული ოცნების" და "ენმ"-ს 2-2 წარმომადგენელი დააკავა. მათ შორის არის ლაშა ქველაძე, რომელიც პოლიციაში გამოკითავზე დაიბარეს და მოულოდნელად დააკავეს. ქველაძის აღკვეთზე მარნეულის სასამართლო დღეს იმსჯელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი