Reuters-მა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკამ ევროპელ ლიდერებს წარუდგინა. გეგმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ევროპელ ოფიციალურ პირებს 17 აპრილს, პარიზში გადასცა.
აშშ-ის მიერ შემუშავებული გეგმა (ორივე მხარისთვის) 4 ნაწილისგან შედგება: ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორია და ეკონომიკა.
ცეცხლის შეწყვეტა
- მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა
- ორივე მხარე დაუყოვნებლივ იწყებს ტექნიკურ მოლაპარაკებებს შეთანხმების განხორციელებაზე
უკრაინის უსაფრთხოების გარანტია
- უკრაინა იღებს მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს
- გარანტორი ქვეყნები იქნებიან ევროპული სახელმწიფოებისა და მსურველი არაევროპული სახელმწიფოების სპეციალური ჯგუფი
- უკრაინა არ ეცდება NATO-ში გაწევრიანებას
- უკრაინას შესაძლებლობა ექნება ევროკავშირში გაწევრიანება გააგრძელოს
ტერიტორია
- აშშ რუსეთის ყირიმის კონტორლის დე იურე აღიარებას უზრუნველყოფს
- აშშ რუსეთის ლუგანსკის კონტორლის დე ფაქტო აღიარებას უზრუნველყოფს
- აშშ ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ხერსონის რუსეთის მიერ კონტროლირებული ნაწილებს დე ფაქტო აღიარებას უზრუნველყოფს
- უკრაინა ხარკივის ოლქში ტერიტორიას დაიბრუნებს
- უკრაინა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის კონტროლს დაიბრუნებს, რომელიც აშშ-ის კონტროლისა და ადმინისტრირების ქვეშ იქნება - ელექტროენერგია მიეწოდება ორივე მხარეს. ასევე უკრაინა დაიბრუნებს კახოვკის კაშხალს
- უკრაინას ექნება შეუფერხებელი გადაადგილება დნეპროს მდინარეზე და კონტროლი კინბურნის ცელზე (სანაპიროზე)
ეკონომიკა
- შეერთებული შტატები და უკრაინა ეკონომიკური თანამშრომლობის / მინერალების შესახებ შეთანხმებას აღწევენ და ასრულებენ
- უკრაინის სრული აღდგენა და ფინანსური კომპენსაცია იქნება უზრუნველყოფილი
- რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლიდან დაწესებული სანქციები მოიხსნება
- აშშ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობა ენერგეტიკასა და სხვა სამრეწველო სფეროებში აღდგება
ამავე თემაზე: