ხარკივზე ღამით მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა | დნიპროში არის მსხვერპლიც

გამოქვეყნდა:

ხარკივსა და დნიპროზე ღამით მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ინფორმაციას ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

კერძოდ, ხარკივზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 45-ს აღწევს, მათი ნაწილი კლინიკაშია გადაყვანილი. სინეგუბოვი ამბობს, რომ დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

ეროვნული გვარდიის ცნობით, ქალაქში, სულ მცირე, 16 აფეთქება იყო, რა დროსაც დაზიანდა საავადმყოფო, მრავალსართულიანი საცხოვრებელი და კერძო სახლები, ასევე ავტომობილები. რაც შეეხება დნიპროს, აქ 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 78 წლის კაცმა დაზიანებები მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი