"ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლებს, ბოლნისის სასამართლომ გირაო შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ბოლნისის სასამართლომ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოპოზიციის მხარდამჭერებს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ლაშა ქველაძეს და არიფ იუსუფოვს 3000 და 4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. 

„პროკურორი შუამდგომლობდა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო გირაო 5000 ლარის ოდენობით, ალტერნატივის სახით დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ მის მიმართ მოსამართლეს 2000 ლარიანი გირაო გამოეყენებინა, ვთვლი, რომ მის მიმართ საერთოდ არ უნდა გამოეყენებინათ გირაო, რადგან თვითონ არის დაზარალებული და სამწუხაროა, რომ ის ბრალდებულის სტატუსით იქნა წარმოდგენილი დღეს სასამართლოში“ ამბობს იუსუფოვის ადვოკატი.

არსებობს თუ არა საქმეში რაიმე დამამტკიცებელი საბუთი, რაც დაკავებულების ბრალეულობას ადასტურებს-საქმის პროკურორი ამბობს, რომ კონკრეტულად მტკიცებულებებს ვერ შეეხება და გამოძიებას დაელოდება.

შეგახსენებთ, მარნეულში 29 სექტემბერს "ქართული ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნენ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს. "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან სცემეს ოპოზიციონერები - ენმ-ს საარჩევნო შტაბის წევრები.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლაშა ქველაძე  პოლიციამ გუშინ, 4 ოქტომბერს დააკავა. ის პოლიციაში გამოკითხავზე დაიბარეს და მოულოდნელად დააკავეს. 

3 ოქტომბერს პოლიცია არიფ იუსუპოვის სახლთან მივიდა და მის დაკავებას შეეცადა, თუმცა მეზობლებისა და იუსუპოვის ოჯახის წევრების წინააღმდეგობის გამო ის ვერ დააკავეს. საბოლოოდ ის პოლიციას თავად ჩაბარდა.

დღესვე, 4000 ლარიანი გირაო შეუფარდა სასამართლომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსაც. გიორგი შუბითიძე  და გიორგი ჯალაღონია შსს-მ გუშინ, 4 ოქტომბერს დააკავა

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი