მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე დაკითხეს. როგორც გიორგაძე "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, სამართალდამცველებმა ის გუშინ დაიბარეს და პასუხი გასცა "იმ კითხვებზე, რა კითხვებიც იყო".
ამირან გიორგაძე სამართალდამცველებმა მარნეულში მომხდარი დაპირისპირებიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ დაკითხეს. სამაგიეროდ, ამ პერიოდში დააკავეს და აღკვეთი შეუფარდეს "ენმ"-ს წევრს ლაშა ქველაძეს, რომელიც იმავე დაპირისპირებაში მამასთან ერთად სცემეს, ასევე დააკავეს "ქართული ოცნების" 2 წარმომდგენელი, ასევე დაკითხეს "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი.
გუშინ დაკითხვაზე იყო და დაზარალებულად ცნეს პლატფორმა 2020-ის წევრი გიორგი მუმლაძეც, რომელიც 29 სექტემბრის ღამეს სცემეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები და "მთავარი არხის" ჟურნალისტი ფიზიკური დაპირისპირების მთავარ ორგანიზატორად სწორედ საკრებულოს თავმჯდომარესა და "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ამირან გიორგაძეს ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ მას შსს-ს მაღალჩინოსანი, იოსებ სიგუა მფარველობს, რის გამოც გიორგაძის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება.
თავად გიორგაძე კი სიგუასთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ ამ დრომდე არ იცოდა ვინ იყო ქვემო ქართლის პოლიციის მაღალჩინოსანი.
რაც შეეხება 29 სექტემბრის ღამეს, ამირან გიორგაძე ამბობს, რომ ის დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა:
როცა ხმაური და შეხლა-შემოხლა ატყდა, გამოვედი იმისათვის, რომ დამემშვიდებინა სიტუაცია. მე ვარ შტაბის უფროსი და ვალდებული ვარ რომ ასეთ შემთხვევაში ასე ვიმოქმედო. სხვა იქ არაფერი არ ყოფილა - ამბობს გიორგაძე.
მარნეულში, 29 სექტემბერს ნაცემი მამა-შვილის, ქვემლაძეების უფლებებს ცენტრი "ემპათია" დაიცვას
"ცენტრი ემპათია იცავს მარნეულში დაზარალებული მამა-შვილი ქველაძეების საქმეს, ასევე ინტერვენციას ვახორციელებთ გიორგი მუმლაძის, ანუ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის ძალადობრივ ქმედებაზე. აღნიშინულ ფარგლებში, ცენტრი „ემპათია“ რა თქმა უნდა განახორციელებს მონიტორინგს და სამართლებრივ მხარდაჭერას - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი