"გუშინ კიევში ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მოვითხოვეთ მოლაპარაკებებისთვის სივრცის შესაქმნელად. უკრაინა დათანხმდა ყოველგვარი „თუ“-სა და „მაგრამ“-ის გარეშე.
რუსული მხარე ახლა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოხატავს - ეს კარგი პირველი ნაბიჯია. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ არის საკმარისი.
ჩვენ ველით, რომ მოსკოვი ახლა დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ეს აუცილებელია ნამდვილი დიალოგის დაწყებამდე. მოლაპარაკებები ვერ დაიწყება მანამ, სანამ იარაღი არ გაჩუმდება."
წერს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი X-ზე