"ჯერ უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და მის დროს ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. და არა პირიქით" | კელოგი

გამოქვეყნდა:

"ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრიც კი ხვდება ამას. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, შეწყვიტეთ მკვლელობები!! ჯერ უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და მის დროს ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. და არა პირიქით"

- წერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი პუტინის წინადადებაზე

ცნობისთვის, კელოგი ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრის, კრისტოფერ ლაკსონის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ახალი ზელანდია პარტნიორებთან ერთად "უკრაინაში სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უჭერს მხარს - დაწყებული სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტით".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი