აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში რუსეთისა და უკრაინის განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება არ სურს.
ამასთან ტრამპი უკრაინას მოუწოდებს პუტინის შეთავაზებას, ხუთშაბათს, 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდეს.
"რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება, არამედ ხუთშაბათს, თურქეთში შეხვედრა სურს, რათა სისხლისღვრის შესაძლო დასრულებაზე მოლაპარაკება მოხდეს. უკრაინა ამას დაუყოვნებლივ უნდა დაეთანხმოს. ყოველ შემთხვევაში, მათ შეეძლებათ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, ხოლო თუ ეს ასე არ არის, ევროპელ ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინებათ, რა მდგომარეობაა და შეეძლებათ შესაბამისად განაგრძონ! მეეჭვება, რომ უკრაინა შეთანხმებას დადებს პუტინთან, რომელიც ძალიან დაკავებულია მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნით, რომლის მოგებაც არ გამოვიდოდა აშშ-ის გარეშე (ახლოსაც ვერ მივიდოდა!). გამართეთ შეხვედრა ახლავე!!!" - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა განაცხადა, რომ "რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან დიალოგზე" და მან კიევს მოლაპარაკებების განახლება 15 მაისს, სტამბოლში შესთავაზა.