საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს 15 მაისს სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად შეხვდეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
"ამ შაბათ-კვირას ჩვენ ძალისა და ევროპული ერთიანობის მოწმენი გავხდით - ერთსულოვანი მოწოდებით უპირობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რასაც აშშ მხარს უჭერს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოიყენა შესაძლებლობა და გამოთქვა სტამბოლში პირადად ჩასვლის ინიციატივა. ახლა ჩვენ მოვუწოდებთ ვლადიმერ პუტინს, ასევე დათანხმდეს ამას. ნათელია, რომ ცეცხლის შეწყვეტის გარეშე არ იქნება არანაირი მოლაპარაკებები სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის შესახებ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ვაწარმოოთ მშვიდობიანი მოლაპარაკებები უპილოტო საფრენი აპარატებისა და დაბომბვის ქვეშ", - თქვა ჟან-ნოელ ბარომ.
ამავე თემაზე: