"რუსეთს არ გამოუხატავს პროგრესის მიღწევის სერიოზული განზრახვა. მან ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს" | ე.წ. ვაიმარის+ ჯგუფის შეხვედრა ლონდონში დასრულდა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატები (ე.წ. ვაიმარის+ ჯგუფი) ლონდონში შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

"მივესალმებით აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევას და ამ კვირაში შემდგომი მოლაპარაკებების პერსპექტივას. რუსეთს ჯერჯერობით არ გამოუხატავს პროგრესის მიღწევის სერიოზული განზრახვა. მან ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. ჩვენ ვუერთდებით უკრაინას და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 30 დღის განმავლობაში, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიან, ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ მშვიდობაზე მოლაპარაკებებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპელი მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ჯარის მხარდაჭერას გააგრძელებენ, შეისწავლიან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის გზებს და ქვეყნის რეკონსტრუქციაზე იმუშავებენ.

გარდა ამისა, განცხადების თანახმად, ევროპელი მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის ფასების ლიმიტი გაამკაცრონ, შეაჩერონ "ჩრდილოვანი ფლოტი" და რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი მინიმუმამდე დაიყვანონ.

"ჩვენ რუსეთის სუვერენულ აქტივებს ჩვენს იურისდიქციებში უძრავად შევინახავთ მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

უკრაინისა და EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რუსეთის საბანკო და ენერგეტიკის სექტორებისა და ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, ახალი სანქციების დაწესება განიხილეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი