"ომი უნდა დასრულდეს. კრემლზე ზეწოლას გავაგრძელებთ" | ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას ადასტურებს

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს და სანქციების ახალი პაკეტი ამის მაჩვენებელია.

ამასთან, ლაიენმა დაადასტურა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ახალ, მე-17 პაკეტზე შეთანხმდა - მას მხარი ელჩებმა დაუჭირეს.

"მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ კიდევ უფრო ვზღუდავთ საბრძოლო ტექნოლოგიებზე წვდომას. ჩვენ დამატებით 189 "ჩრდილოვანი ფლოტის" გემი შევიტანეთ სიაში, რათა რუსეთის ენერგო-ექსპორტი ვაქციოთ სამიზნედ. ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ კრემლზე მაღალ ზეწოლას გავაგრძელებთ", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მე-17 პაკეტზე შეთანხმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი