"ვინ ლაპარაკობს ბუტაფორიულობაზე?! კლოუნი, წარუმატებელი, გაურკვეველი განათლების მქონე ადამიანი" | ზელენსკის განცხადებამ ლავროვი და ზახაროვა გააბრაზა

გამოქვეყნდა:

დელეგაციას, რომელიც პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის დაამტკიცა, ზელენსკიმ ბუტაფორიული დონის უწოდა. რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და უწყების პრესსპიკერისგან შეურაცხმყოფელი ეპითეტები მიიღო.

სერგეი ლავროვმა ზელენსკი "უბადრუკ ადამიანად" მოიხსენია იმის გამო, რომ ის პუტინთან პირისპირ შეხვედრას ითხოვდა.

მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ რუს პროფესიონალების დონის დაწუნების უფლება ზელენსკის არ აქვს.

"ვინ ლაპარაკობს ბუტაფორიულობაზე, კლოუნი, წარუმატებელი, გაურკვეველი განათლების მქონე ადამიანი." - განაცხადა ზახაროვამ.

იხილეთ ასევე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი