უმეროვის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკისა და პუტინს შორის პოტენციური შეხვედრის მომზადების საკითხზე ისაუბრეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ სტამბოლში შეხვედრაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციური შეხვედრის მომზადების საკითხზე ისაუბრეს.

"ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ომის ტყვეების გაცვლის განხილვა, და ასევე პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას. ვილაპარაკეთ „ათასი ათასზე“ გაცვლაზე, ასევე ვმუშაობთ ამ გაცვლის სხვა დეტალებზეც", - განაცხადა უმეროვმა.

როგორც უმეროვმა აღნიშნა, ამ ეტაპზე "საჭიროა ომის ტყვეების გაცვლა", ხოლო სხვა ნაბიჯების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე: 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, სტამბოლში მოლაპარაკებების დროს მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი