უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ლეონ XIV-ს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და პაპს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მასპინძლობის სურვილისთვის მადლობას უხდის. 

"ინაუგურაციის წირვის შემდეგ, ჩვენ პაპ ლეონ XIV-ს შევხვდით. მადლიერები ვართ უწმინდესობასთან აუდიენციისთვის. 

მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის პაპი მშვიდობის იმედის სიმბოლოა. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ ომის დასრულებაში. 

მადლობას ვუხდით ვატიკანს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმის როლის შესრულების სურვილისთვის. ხელშესახები შედეგების მისაღწევად, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში. ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასაცავად გამოთქმულ მკაფიო ხმას," - წერს ზელენსკი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი