"ტყვეების პირველი ნაწილი დავაბრუნეთ - 390 ადამიანი" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტყვეების პირველი ნაწილი დააბრუნეს. 

"ჩვენ ხალხს უკან, სახლში ვაბრუნებთ. ტყვეების პირველი ნაწილი დავაბრუნეთ. ამ შეთანხმებას თურქეთში მოლაპარაკებების დროს მივაღწიეთ და მნიშვნელოვანია მისი სრულად რეალიზება. დღეს - 390 ადამიანი [დავაბრუნეთ]. შაბათს და კვირას ველოდებით გაცვლის გაგრძელებას. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც გვეხმარება, ვინც 24/7-ზე მუშაობს იმისთვის, რათა უკრაინელები სახლში დაბრუნდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დავაბრუნოთ, ვინც ტყვეობაშია. ვამოწმებთ თითოეულ გვარს, ინფორმაციას. გავაგრძელებთ ჩვენ დიპლომატიურ სამსახურს, რათა ასეთი ნაბიჯები შესაძლებელი გახდეს", - წერს ზელენსკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი