რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ინფორმაციას Tass ავრცელებს.
"ამ მოლაპარაკებებზე, 16 მაისს სტამბოლში, ჩვენ მოვითხოვეთ ამ დისკრიმინაციული კანონების (რუსული ენის შეზღუდვების შესახებ) გაუქმება, ამას გავაგრძელებთ პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზეც, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ", - თქვა მან უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრაზე გამოსვლისას.
ცნობისთვის, სტამბოლში პირველი შეხვედრის დროს უკრაინული და რუსული მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.