"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე, ფიქრობს, რომ დავითგარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილის დაკავებას ერთადერთი ახსნა აქვს - "ოცნებას" სურს, მელაშვილი გამოიყენოს ინსტრუმენტად და მისი საშუალებით წინა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, საბოლოოდ კი, მიხეილ სააკაშვილი დააკავოს.
ივერი მელაშვილი დააკავეს იმის გამო, რომ უნდათ, კონკრეტულ პირებზე ჩვენება მიაცემინონ. უწყების მიზანია, საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილზე გავიდნენ. ეს ჩაკეტილი წრე ჩვენ უამრავჯერ ვნახეთ. მელაშვილის დაკავება ივანიშვილის მორიგი ახირებაა, - ამბობს კაპანაძე.
აქვე, დღეს, 19:00 საათზე ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია ივერი მელაშვილის მხარდამჭერ აქციას აანონსებს. მის დაპატიმრებას ოპოზიციის სხვა წევრებიც ეხმიანებიან და ამბობენ, რომ "არა მარტო სამარცხვინოა ივანიშვილის ეს ქმედება, არამედ უაღრესად სახიფათოც".
შეგახსენებთ, ივერი მელაშვილი დღეს დააკავეს, 2 ოქტომბერს კი თავად ბრალდებული ამბობდა, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა.