პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით დამაზიანებელია - გახარია დავითგარეჯზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ დავითგარეჯს საკითხით პოლიტიზირება ქვეყნისთვის დამაზიანებელია. გახარიას თქმითვე, აზერბაიჯანულ მხარეს ახალი გარემოებები გაუზიარეს. 

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით არ წყდება პოლიტიზების მცდელობა, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ ჩვენ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები, ამ საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის აბსოლუტუად მიუღებელი და დაუშვებელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში. გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ სწორედ, ამიტომ ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რაც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიაეთ ჩვენს აზედბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. კიდევ ერთხელ მინდა  მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება, - თქვა გახარია

ცნობისთვის, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის გამო საქართველოს
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.  პროკურატურა დავითგარეჯის კომისიის წევრებს საქართველოს მიწების გასხვისებაში ადანაშულებს.

დღეს, 8 ოქტომბერს დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საგამოძიებო უწყება ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი