მოვუწოდებ მხარეებს, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები - ზურაბიშვილი ყარაბაღზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, Twitter-ზე ეხმიანება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და რეგიონულ სტაბილურობაზე საუბრობს. 

მივესალმები გადაწყვეტილებას ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე და მოვუწოდებ მხარეებს, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები. ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია ჩვენი რეგიონისთვის, - წერს პრეზიდენტი. 

აქვე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას მიესალმა.

შეგახსენებთ, რომ, თითქმის ორი კვირის განმავლობაში, მთიან ყარაბაღში შეტაკებების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი წუხელ შეთანხმდნენ, რომ საომარ მოქმედებებს შეაჩერებენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ხელმძღვანელობით მიმდინარებოდა. 

ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი