ბრიტანეთმა ლიეტუვასა და პოლონეთის სოლიდარობის ნიშნად, ბელარუსიდან ელჩი გაიწვია

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთმა ბელარუსიდან ელჩი გაიწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს ლიეტუვასა და პოლონეთის სოლიდარობის ნიშნად გააკეთეს. ამ ორმა ქვეყანამ ელჩების გამოწვევაზე განცხადება გუშინ, 10 ოქტომბერს გააკეთა.

მანამდე პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, ქვეყნიდან ლიეტუვასა და პოლონეთის 35 დიპლომატი გააძევა, ამას კი წინ საზღვრების ჩაკეტვა უძღოდა. 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუკაშენკოს ეს საქციელი შეაფასა, როგორც "სრულიად გაუმართლებელი" და ქვეყანაში მათ ელჩს სოლიდარობისკენ მოუწოდა.

ევროპის შვიდმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, რუმინეთმა და ჩეხეთმა, ასევე გაიყვანეს ელჩები ბელარუსიდან.

მსგავსი დიპლომატიური დაპირისპირება მინსკსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო აუარესებს. ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება. ხალხი არჩევნების შედეგების გაუქმებას და პრეზიდენტობის პოსტიდან ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება, რომელშიც თავი გამარჯვებულად ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა.

ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა ამერიკამ და ევროკავშირმა, თუმცა სანქცირებულთა სიაში თავად ლუკაშენკო არ მოხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი