მორიგი თავდასხმა ოპოზიციის წარმომადგენელზე - რამდენიმე საათის წინ, სოფელ ყარაჯალარში "ევროპული საქართველოს" წევრს, ოქტაი სკანდარავას დაესხნენ თავს. ამ წუთებში ის გარდაბნის რაიონულ სამმართველოში, გაჩიანის პოლიციის განყოფილებაშია დაკითხვაზე. როგორც ნაცემი ოპოზიციონერი ამბობს, თავს "ქართული ოცნების" აქტივისტები დაესხნენ. "მთავარი არხის" ოქტაი სკანდარავას დაკითხვიდან გამოსვლას ელოდება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი სად სცემეს ის, ვინ და რა მიზეზით.
ეს ბოლო რამდენიმე საათში, ოპოზიციის წარმომადგენლეზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე საათის წინ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე თავს დაესხნენ "ენმ"-ს მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრსა და "ანას ბაღის" აქტივისტს ლევან ქართველიშვილს