ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრს, ლევან ქართველიშვილს საბურთალოს პოლიციაში, გამოკიტხვაზე ელოდებიან. ქართველიშვილს გამოძიების იმედი არ აქვს და ამბობს, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის არც ერთი შემთხვევა ამ დრომდე გამოძიებული არ არის.
გამოძიების იმედი არ აქვს არც ლევან ხაბეიშვილს. მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებას უკვე სისტემატიური ხასიათი აქვს, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ ყველაფერს მუდმივად შემთხვევითობას უწოდებს:
ამას აქვს უკვე ორგანიზებული სახე. რომ გითხრათ, გამოძიების იმედი მაქვს, რომ რამეს დაადგენს და დამნაშავეს დასჯის, მოვიტყუები იმიტომ, რომ აქამდე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა - ამბობს ხაბეიშვილი.
ქართველიშვილს გუშინ, 11 ოქტომბერს საღამოს საათებში, ბახტრიონის ქუჩაზე დაესხნენ თავს. მას სახის არეში დაზიანებები აქვს და ამბობს, რომ ანგარიშსწორების მოტივი პოლიტიკურია. ქართველიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობი პირების გაღიზიანება "ენმ"-ს მაისურმა გამოიწვია.