ბერი კირიონის ნათქვამი ამტკიცებს, რომ ეს წინასაარჩევნოდ შენახული ჯოკერია - სულაძე გარეჯზე

გამოქვეყნდა:

პროკურატურის შენობასთან, სადაც დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილის ადვოკატი საქმის მასალებს ამ დრომდე ეცნობა მივიდა მელაშვილის ცოლიც. მისი თქმით, საქმეში არსებობს მამა კირიონის ჩვენება, რომელიც მიუთითებს, რომ დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. 

იყო ცნობილი იმ ბერი კირიონისთვის და როდესაც ჰკითხეს რატომ მაშინ არ თქვი და ახლა ამბობო, ბერმა კირიონმა თქვა ჯოკერი იყო და ბოლო მომენტისთვის შევინახეთო. რასაც ჩვენ ვეჭვობდით, რომ არჩევნების გამო იყო, გამოდის, რომ ზუსტად მაგისთვის შეინახეს, რომ არჩევნების წინ გამოეყენებინათ თავისი ჯოკერი, - თქვა თამარ სულაძემ.

ადვოკატები დღეს, 13 ოქტომბერს მეორე დაკავებულ, ნატალია ილიჩოვასთანაც იმყოფებოდნენ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატებმა თქვეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მზადაა ბოლომდე იბრძოლოს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი