დარწმუნებული ვარ, თქვენ დაბრუნებას შევძლებთ - მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ემიგრანტების დასაბრუნებლად ყველა პირობა უნდა შეიქმნას და საზღვარგარეთ ოჯახის სარჩენად წასულ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც და თქვენისთანა ხალხიც, ჩვენ შევძლებთ, რომ დავაბრუნოთ, - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებს. 

მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრებს განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს, ე.წ."ქურდული სამყაროს" პროვოკაციის მიუხედავად, საქართველოს ექსპრეზიდენტი ათენში ემიგრანტებს შეხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი