
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელებთან სპეციალური შეხვედრა გამართა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციისთვის 5 სპეციალური მობილური ჯგუფი შეიქმნება, რომელთაგან 1 აჭარაში, 1იმერეთში, 3 კი თბილისში იმუშავებს.
ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, მობილური ჯგუფების შემადგენლობაში იქნება 1 ინფექციონისტი, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგი და 1 სამინისტროს წარმომადგენელი.
ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება თუ ვინ იქნებიან ის დამატებითი წევრები, ვინც კლინიკური ჯგუფის დაქვემდებარების ქვეშ ოპერატიულ დონეზე ითანამშრომლებენ ჩვენ კლინიკებთან. აჭარის რესპობლიკურ საავადმყოფოს დაემატება კიდევ 50 საწოლი აქედან 10 რეანიმაციულია 40 თერაპიული, გურიას დაემატა ცხელების ცენტრი ურეკის ემერჯენსის ბაზაზე, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
13 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. ახალი ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 207 აჭარიდანაა, 168 კი თბილისიდან.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.