
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, სასუნთქი აპარატები და PCR ტესტები აჩუქა. უწყების ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი იმ ადამიანებს მოხმარდება, რომლებიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს დაზარალდნენ.
თურქეთის რესპუბლიკის დონაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, წერია უწყების განცხადებაში.
13 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. ახალი ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 207 აჭარიდანაა, 168 კი თბილისიდან.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.