პოლიციამ ქუთაისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებულია "ლელოს" წევრზე თავდასხმაში ბრალდებული პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს.
დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია"
ბრალდებულს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"ლელოს" წევრს პაატა კიკაბიძეს ქუთაისში თავს გუშინ, 13 ოქტომბერს დაესხნენ.