ყირგიზეთში ხანგრძლივი პროტესტის ფონზე, დღეს, 15 ოქტომბერს, ქვეყნის პრეზიდენტი, სოორონბაი ჟეენბეკოვი, თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, ყირგიზეთის მოქალაქეების ერთიანობა და სიმშვიდე მისთვის უმთავრესია.
"არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი ყოველი თანამოქალაქის სიცოცხლე. ძალაუფლება არ მაინტერესებს, არ მინდა ყირგიზეთის ისტორიაში შევიდე როგორც სისხლისმღვრელი პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ესვრის“ - ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში არასამართლიან არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 500-მდე ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.
ცნობისთვის, აქციები ქვეყანაში 5 ოქტომბერს დაიწყო და მასში 6 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პროტესტის პირველსავე დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილები ხელყუმბარების, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბიეს.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის პასუხი ადგილობრივების პროტესტზე ძალადობრივი იყო, ყირგიზეთის მოსახლეობის ძალისმხევა მალევე შედეგიანი აღმოჩნდა - 6 ოქტომბერს ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. დღეს კი ყირგიზელების მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და, როგორც უკვე ვთქვით, პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.