ბელარუსმა ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ძებნილთა სიაში შეიყვანა

გამოქვეყნდა:

ბელარუსმა ოპოზიციის ლიდერი სვიტლანა ტიხანოვსკაია ძებნილთა სიაში შეიყვანა. უწყება მას საზოგადოებიათვის კონსტიტუციური წესრიგის დამხობისკენ მოუწოდებას ედავება. საყურადღებოა ისიც, რომ მანამდე ტიხანოვსკაია რუსეთის ძებნლითა სიაში მოხვდა.

ტიხანოვსკას სამშობლოში დაბრუნების და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, იტყობინება რუსელი მედია RIA. 

ეს არავის უკვირს. ცხადია, რომ რეჟიმს არ აქვს ძალაუფლების შენარჩუნების იურიდიული გზები," - თქვა ტიხანოვსკაიას სპიკერმა.

ტიხანოვსკაიამ ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე დატოვა. სამშაბათს, ტიხანოვსკაიამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბოლო ვადა, 25 ოქტომბერი დაუსახელა, რათა მან ქვეყნის პარალიზება შეწყვიტოს. 

ულტიმატუმი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ხელისულფებამ აქციებზე გამოსული ხალხის დარბევა გააძლიერა. შეგახსენებთ, რომ ბელარუსში პოლიციამ აქციების დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებაც მიიღო. 

შაბათ-კვირას ბელარუსში მასობრივ საპროტესტო აქციას ელოდებიან.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება, რომელშიც თავი გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ამ დღის შემდეგ მოქალაქეები შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით მასობრივ გამოსვლებს აწყობენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.

ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის მაღალჩინოსნებს, მათ შორის ლუკაშენკოს სანქციები დაუწესონ. მათი თქმით, ამის მიზეზეი გაყალბებული არჩევნები და პოლიციის მხრიდან მომიტინგეებზე ძალადობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი