ორშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელარუსის პოლიციას საშუალება ექნება გამოიყენოს საბრძოლო იარაღი ქუჩაში, აქციების დასაშლელად.
"ფაშისტები" - ამ შეძახილებს ყვიროდნენ მომიტინგეები უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებთან დაპირისპირების დროს, რომლებიც ცეცხლსასროლ იარაღს და დაუდგენელ სპრეის იყენებენ. შესაბამისი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულზე ან დაშავებულებზე.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დაადასტურა, რომ პოლიციამ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი და ცრემლსადენი გაზი "უნებართვო" მიტინგის დასაშლელად.
პროტესტი, რომელიც ძირითადად მინსკში განვითარდა, გახდა ორგანიზებული და უკიდურესად რადიკალური. ამ პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და შინაგანი ჯარები არ დატოვებენ ქუჩებს და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენებენ სპეციალურ აღჭურვილობას და სამხედრო იარაღს, - ნათქვამია განცხადებაში.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება, რომელშიც თავი გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ამ დღის შემდეგ მოქალაქეები შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით მასობრივ გამოსვლებს აწყობენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.
ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის მაღალჩინოსნებს, მათ შორის ლუკაშენკოს სანქციები დაუწესონ. მათი თქმით, ამის მიზეზეი გაყალბებული არჩევნები და პოლიციის მხრიდან მომიტინგეებზე ძალადობაა.