
ლონდონის, პარიზისა და ბერლინის უსაფრთოების სამსახურები რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამლვაში ФСБ-ს ადანაშაულებენ. მათი აზრით, თავდასხმა კრემლის შეკვეთით განხორციელდა.
ევროპის ლიდერები ჯერ კიდევ აგვისტოში ადანაშაულებდნენ რუსეთის პრეზიდენტსა და მის უწყებას ოპოზიციონერის "ნოვიჩოკით" მოწამლვაში, თუმცა ოფიციალური განცხადებებისგან დღემდე თავს იკავებენ.
ცნობისთვის, ბრალდებებს წინ უძღოდა ევროკავშირის მიერ 6 რუს მაღალჩინოსანისთვის სანქციების დაწესება, რომელთაგანაც ერთ-ერთი ФСБ-ს უფროსი, ალექსანდრ ბორტნიკოვია.
პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. გერმანია აცხადებს, რომ ნავალნი სრულიად გამოჯანმრთელდა და მას ძალების აღსადგენად 1 თვე დასჭირდება. ამის შემდეგ პოლიტიკოსი გეგმავს, რომ რუსეთში დაბრუნდეს და საქმიანობა გააგრძელოს.