ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდრ შალენბერგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია შაბათს სამინისტროს სპიკერმა გაავრცელა. ვარაუდობენ, რომ მინისტრი ორშაბათს, ევროკავშირის კოლეგებთან შეხვედრის დროს დაინფიცირდა.

"უსაფრთხოების წესების მიხედვით მთავრობის ყველა წევრი გაივლის ტესტირებას შაბათს. ვეჭვობთ, რომ შესაძლოა, შალენბერგი ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე დაინფიცირდა", - თქვა სპიკერმა. 

მისივე განცხადებით, მინისტრი სიმპტომური არ იყო.

 ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 30 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი