შრომის ინსპექცია პოლიტიკური დევნის ინსტურმენტადადაა გადაქცეული - ზურა ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

პარტია "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლაში ადანაშაულების. ამ თემაზე მან დღეს, 17 ოქტომბერს სპეციალური ბრიფინგი გამართა და შრომის ინსპექციის მიერ ობიექტების დაჯარიმებაზე ისუბრა. 

ჯაფარიძის თქმით, ინსპექციის წარმომადგენლები 10-ზე მეტ ობიექტში, ძირითადად ბარებში შევიდნენ, სადაც "გირჩი" წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავდა. ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე მათგანს ზეპირსიტყვიერად უთხრეს, რომ დააჯარიმებდნენ. 

კითხვები, იყო შემდეგი: მორეცხილი იყო თუ არა იატაკი, რეცხავთ თუ არა ჭურჭელს და მსგავსი რაღაცები. და წასვლისას სამ მათგანში, კიდე ვიმეორებ ზეპირსიტყვიერად, ადგილზე არანაირი ოქმი არ გამოწერილა, დაემუქრენ, რომ მათ დააჯარიმებენ, – ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შრომის ინსპექცია ივანიშვილის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია. მისი თქმით, ხელისუფლებამ პარტიის შტაბებს თავი უნდა დაანებოს, თორემ პარტიის მხარდამჭერები მას ფიზიკურად დაიცავენ და მათი დარბევა დასჭირდებათ.

"ეს არის ჩვენი კამპანიისთვის ხელისშეშლა, ცალსახად, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ამ წუთს არის გადაქცეული, როგორც ყველა სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ივანიშვილის ხელში, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად და კონკრეტულად გირჩის მიმართ გამოიყენება ბრძოლის ეს ხერხი, რომ ხელი შეგვიშალონ კამპანიის ჩატარებაში", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ მიღებული ახალი რეგულაციების მიხედვით, თბილისში 22:00 საათის შემდეგ ბარების, რესტორნებისა და სხვა გასართობი დაწესებულებების მუშაობა აკრძალულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი