კორუფციული გარიგებებით  მოპოვებული პარტიის  ბიუჯეტი და შავი ფულით საკუთარი მიზნებისთვის  ბრძოლა  - ბიძინა ივანიშვილმა მორიგი გეგმა -  ამჯერად უკვე მოსახლეობის  ხარჯზე. "ქართული ოცნება"  ხალხის  ფულს  საკუთარ ანგარიშზე რიცხავს,  ერთ კვირაში კი, პარტიის შემოწულობა ორი მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში მხოლოდ საარჩევნოდ 15 მილიონს გადაჭარბა.

სავარაუდო კორუფციული სქემა ქართული ოცნების  მხარდამჭერ  კომპანიებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ასეთია - "ოცნება"  ბიუჯეტიდან ფულს იმ ადამიანების ანგარიშზე რიცხავს,  რომლებიც ოლიგარქის დაქვემდებარებაში ან მისი გარემოცვის კომპანიებში არაიან დასაქმებულნი. ის რომ შემოწირულობის ლიმიტი 60000 ლარია და ამაზე მეტს ესა თუ ის კომპანია პოლიტიკურ პარტიას მეტს ვერ ჩაურიცხავს, ხელისუფლებაში კარგად იციან. ამიტომ გადაწყვიტეს კომპანიის თანამშრომლებმა ანგარიშებზე ჩარიცხული ფული მათივე პარტიის ანგარიშზე დააბრუნონ, თითქოს ეს "ქართულ ოცნებას" საკუთარი სურვილით ჩაურიცხეს.

შემომწირველებს შორისაა გიორგი ერისთავი -   მის  შესახებ ცნობილია  მხოლოდ ის რომ, "ოცნების" აქტიური მხარდამჭერია. არავინ იცის როგორ, თუმცა 2020 წლის 8 ოქტომბერს მან ბიძინა ივანიშვილის პარტიას  60000 ლარი შესწირა. საბანკო  და სხვადასხვა ვალდებულებების ფონზე, 

"ოცნების" შემომწირველთა სიაში არიან ის  ადამიანები,  რომლებსაც არაერთი  საბანკო ვალდებულებები აქვთ და  მათი ყოველთვიური შემოსავალი, საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად  მხოლოდ  რამდენიმე ასეული ლარია. შემომწირველთა სიაში მოხვდა ბიძინა ივანიშვილის უახლოესი კომპანიის არემჯი გოლდის თანამშრომელი, შოთა კუპრაშვილი, მან  ქართულ ოცნებას  50000 ლარი შესწირა. როგორ მოახერხა საშუალო  შემოსავლის მქონე პირმა  ივანიშვილის პარტიისთვის ამ თანხის ჩარიცხვა არავინ იცის. 

თუმცა, შოთა კუპრაშვილი ერთდადერთი არ არის ვინც "არემჯი გოლდში"  მუშაობს და  ქართულ ოცნებას სოლიდურ თანხას ურიცხავს. მასთან ერთად შემოწმირველთა სიაშია კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი  ვახტანგ აბელიშვილია.

ქართული ოცნების მსგავსად საეჭვოა პატრიოტთა ალიანსის  შემომწირველთა სიაც, საეჭვოა ისიც რომ  ირმა ინაშვილის პარტიის შემოწირულობა განსაკუთრებით გაზრდილია  ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ. 

გაირკვა, რომ "ოცნების" უცნაურ შემომწირველთა რიგებში მოხლოდ უფულო და უსახლკარო პირები არ არიან. მაგალითად გოგი თოფაძემ ქართულ ოცნებას საარჩევნოდ 9 სექტემბერს 60 000 ლარი შესწირა.

აღსანიშავია, რომ მისი პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" დამოუკიდებლადაც მონაწილეობს არჩევნებში. აქვე, პარტიული სია ცესკოში წარდგენილია, მაგრამ ჯერ არ არის გასაჯაროვებული. თოფაძის თქმით კი, ის სიაში არ არის, და ფული ბიძინა ივანიშვილს პირადად შესწირა. ის ადასტურებს, რომ მრეწველობა "გადაარჩენს საქართველო" პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ოცნების მხარდამჭერი იქნება.

უცნაური შემოწირულობა აქვს გია ჟორჯოლიანის პარტიას. საზგაოდებრივი მაწუყებლის ბორდის ყოფილმა წევრმა მარინა მუსხელიშვილმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 40 000 ლარი შესწირა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი