"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქართველოს ხელისფულება 2 ნოემბერს თბილისის ჩაკეტვას და კომენდანტის საათის დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გადაცემა "მთავარ აქცენტებში" თქვა.
"ჩვენი ინფორმაციით, რომელიც გვაქვს დაზუსტებით, 2 ნოემბერს საქართველოს მთავრობა გეგმავს ჩაკეტოს ქალაქი თბილის და გამოაცხადოს კომენდანტის საათი, საერთოდ გადაადგილება აკრძალოს, ძალიან საინტერესოდ ემთხვევა ეს ყველაფერი არჩევენებს და შესაძლო გეგმებს, რომლებიც მათ აქვთ არჩევნებთან დაკავშირებით", - თქვა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
რაც შეეხება კორონავირისს, დღეს რეკორდულად მაღალი - 1192 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 233 ადამიანი, 9 კი გარდაიცვალა. ახალი კოვიდშემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 471 ინფიცირებული თბილისიდანაა.
ამ დრომდე ხელისუფლება ამბობს, რომ გაზაფხულისგან განსხვავებით, როცა მაშინ ერთეული ინფიცირების შემთხვევები იყო, დამატებითი შეზღუდვების შემოღებას, ამ ეტაპზე, არ აპირებს.
ამის პარალელურად კი, ერთეულმა პარტიებმა და არასამათავრობო სექტორის ნაწილმა, საუბარი დაიწყო არჩევნების ჩატარების შესაძლო გადადებაზე.