გიორგი რურუა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარია - აქცია ათონელის რეზიდენციასთან

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარია - სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას მხარდასაჭერი აქცია იმართება.

აქციაზე პოლიტიკოსები, რურუას ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებიან. მათ მთავარი მოთხოვნაა - შეიწყალოს პრეზიდენტმა გიორგი რურუა.

აქციაზე დაცულია დისტანცია და ყველა მონაწილეს აქვს პირბადე.

შეგახსენებთ, გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა

რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა უშედეგოდ.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი