თითქმის სამი საათია, პროკურატურაში მინდია ჯანელიძის გამოკითხვა გრძელდება

გამოქვეყნდა:

"კარტოგრაფების საქმეზე" გამოძიების კითხვებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე პასუხობს. საქმის ახალი გარემოებები მისი დაკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი. 

პროკურატურაში იმყოფებოდნენ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებიც, რომლებიც რუკების ჩამომტანი ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის, ჩვენებებს გაეცნენ. 

ასევე, ადვოკატებმა გაასაჯაროვეს რუკა, რომელზეც ბრალდებულები მუშაობდენ და რომლის მიხედვითაც დავითგარეჯის სადავო ნაწილები საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა. ადვოკატების თქმით, ეს დოკუმენტი პროკურატურის ბრალდებას თავდაყირა აყენებს. 

კიდევ ერთი სკანდალი, რაშიც შოთაძის უწყება ეხვევა, ერთ-ერთ გამომძიებელს უკავშირდება. დავით გაგნიძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში ძალადობის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, IPSOS-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 34%-ს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობის არ სჯერა. 38% გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის ჩართულობას აზერბაიჯანისთვის დავითგარეჯის ტერიტორიების უკანონოდ გადაცემაში. 

ასევე, გამოკითხულთა 32% ფიქრობს, რომ "კარტოგრაფების საქმე" ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინასაარჩევნო დევნას ემსახურება. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

კარტოგრაფების პატიმრობაში დატოვების საკითხს ადვოკატები სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი