ამერიკა რუს ჰაკერებს მსოფლიოს 3 უდიდესი კიბერშეტევის განხორციელებაში სდებს ბრალს. ინფორმაციას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. 

ექვსი რუსი სამხედროს წინააღმდეგ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, კიბერთავდასხმებმა სხვა ზიანთან ერთად, უკრაინისთვის ელექტროენერგიის გათიშვა, საფრანგეთის 2017 წლის არჩევნებისთვის ხელის შეშლა და 2018 წლის ოლიმპიური თამაშების შეფერხება გამოიწვია.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ბრალდებულთა სიასაც ასაჯაროვებს:

საბრალდებო დასკვნის თანახმად, 2015 წლის ნოემბრიდან  2019 წლის ოქტომბრამდე, ბრალდებულებმა რუსეთის სასარგებლოდ არაერთი დესტრუქციული ქმედება განახორციელეს. მათ შორისაა:

  • თავდასხმა ქართულ მედია კომპანიებზე და ვებ-გვერდზების დაზიანება;
  • ნოვიჩოკით მოწამვლის ფაქტების გამოძიებისთვის ხელის შეშლა;
  • მავნე პროგრამა NotPetya-ს გამოყენებით მსოფლიოში არსებული კომპიუტერების დავირუსება;
  • უკრაინისთვის ელექტროენერგიის გათიშვა;
  • საფრანგეთის არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობა;
  • 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩაშლის მცდელობა.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა რუსეთის შესაბამისი უწყებები დიდი ხნის წინ ჩააყენეს იმ კიბერთავდასხმების საქმის კურსში, რომლებმაც საერთაშორისო კომპანიებს მილიარდობით დოლარის ზარალი მოუტანა და მრავალი ქვეყნის პოლიტიკაზე იქონია გავლენა.

ასევე, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი მადლობას უხდის Google-ს, საფრთხეების ანალიზის ჯგუფს (TAG), Cisco-ს, Facebook-ს და Twitter-ს იმისთვის, რომ მათ დიდი წვლილი შეიტანეს კიბერთავდასხმის ფაქტების გამოძიებაში და კომპანიის მომსახურების პირობების დარღვევის გამო, უამრავი ყალბი ანგარიში გააუქმეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი