"პატრიოტთა ალიანსის" კვლევაში "პატრიოტთა ალიანსი" პირველ ადგილზეა

გამოქვეყნდა:

პარტია "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ჩატარებულ წინასაარჩევნო კვლევაში პირველ ადგილზე თავად "პატიოტთა ალიანსია". კვლევის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშილმა Facebook მიმართვაში ისაუბრა. 

პარტია აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნებზე საშუალოდ 1 900 000 ადამიანი მოდის, მათ კი 1 200 000 პირი გამოკითხეს და  900 000 აუდიო ჩანაწერი გააკეთეს.

"ამ 900 000-კაციდან 300 000-მა აუდიო პოზიცია პირველი სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე დააფიქსირა და სწორედ მათ არჩევანს გაგაცნობთ:

  •  პირველ ადგილზე ვართ ჩვენ - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 22,8%-ით!
  • მეორე ადგილზე - "ქართული ოცნებაა" - 15,4%-ით;
  • მესამე ადგილზეა "ნაცმოძრაობა" - მას მხოლოდ 2,5% უჭერს მხარს;
  •  ვერც ერთმა სხვა პარტიამ 1%-იც ვერ დააგროვა!" - წერს პარტია.

"პატრიოტთა ალიანსის" კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა 49%-ს ჯერ არ გადაუყწვეტია ვის მისცემს ხმას, თუმცა მათივე ინფორმაციით, 77% სამხედრო ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს, რაც "პარტიის გეზია".

ინაშვილი ამბობს, რომ აუდიო ჩანაწერები ყველა საელჩოს, ეუთოს და ცესკოს გადასცა.

"მთავარი არხის" დაკვეთით, ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებულ კველაში, კითხვაზე:  მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულთა მხოლოდ 1,2%-მა თქვა, რომ "პატრიოტთა ალაინსს".

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი