ბოლნისის რაიონულ პოლიციაში გვიანობამდე კითხავდნენ შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე, კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრებს. 

ამ დრომდე მხოლოდ ორი პირია იდენტიფიცირებული, რომელთა შესახებ ინფორმაცია გამოძიებას თავად შტაბის წევრებმა მიაწოდეს. მათი თქმით ორივე თავდამსხმელი ,,ქართული ოცნების'' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის შტაბის წევრია. მათ შორის ერთი ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა წაქაძეა, ხოლო მეორე აჩიკო მინდიაშვილი.

გვიანობამდე მიმდინარეობდა იმ ავტომობილის ექსპერტიზაც, რომლითაც კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრები გადაადგილდნენ, მას ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი. 

თავდასხმა გუშინ, 19 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. ოქრიაშვილის შტაბის წევრებს სოფელ ნახიდურთან ორი მანქანით დაედევნენ და მათი მისამართით 6-ჯერ ისროლეს

თავად "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ბრალდებას უარყოფს და ხელს ოპონენტისკენ იშვერს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი