გიორგი რურუას შეწყალება-პარტიებმა ხელმოწერები სამოქალაქო აქტივისტებს გადასცეს

გამოქვეყნდა:

,,ევროპული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ და ,,სტრატეგია აღმაშენებლის'' ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მათ მიერ შეგროვებული ხელმოწერები, გიორგი რურუას შეწყალების თაობაზე სამოქალაქო აქტივისტებს გადასცეს. თავის მხრივ აქტივისტები ათასობით ხელმოწერას, რომელიც სხვადასხვა პარტიებთან ერთად შეაგროვეს, პეტიციის სახით საქართველოს პრეზიდენტის ადმინსიტრაციას გადასცემენ.

ჩვენ ვუერთდებით სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივას რომ პრეზიდენტმა ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, შეიწყალოს გიორგი რურუა. დღეს მის ხელშია გასაღები ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვრეაგირებთ სამოქალაქო აქტივისტების მიმართვაზე, რომ პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ ამ ხელმოწერების შეგროვებას და ევროპული საქართველო ჩვენ პარტნიორ პარტიებთან ერთად, გადავცემთ სამოქალაქო აქტივისტებს ათასობით ხელმოწერას, რომლებიც ხელისუფლებას სთხოვენ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება - ამბობს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა

რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა უშედეგოდ.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი