მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილი, მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კლიპს საკუთარ ფეისბუქგვერდზე აზიარებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის განვილილ საქმიანობას ეხმაურება.
"დიდი ბოდიში ყველა იმასთან, ვისაც ეგონა , რომ ოლიგარქის პერსონალური სტიპენდიანტი გახდებოდა. ფაქტი სახეზეა, საქართველოს განვითარებისთვის მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო და შეუძლია საქმის გაკეთება და ეხლა ბოლო შანსი გაქვთ, რომ ქვეყნის მომავალს ხელი შეუწყოთ", - წერს მუსიკოსი ლიზა ბათიაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 2014 წელს "ლინკოლნ ცენტრში" ლიზა ბათიაშვილის კონცერტს ესწრებოდა, მან სოციალურ ქსლეში ვიდეოც გამოაქვეყნა წარწერით:
"ცოტა ხნის წინ, დღეს ალბათ ყველაზე სახელგანთქმულმა დირიჟორმა დენიელ ბარენბოიმმა მითხრა - ქართველებმა უნდა იამაყოთ, ვინაიდან დღესდღეობით მსოფლიოს პირველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილია".