"ქართული ოცნების" ეკონომიკური და ანტიეპიდემიური პოლიტიკის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესი პრაქტიკული განადგურების წინაშე აღმოჩნდა. ტურიზმის სექტორის შემდეგ, ახლა უმძიმეს ვითარებაში გასართობი ინდუსტრიაა. ბიზნესმენებთან ერთად ღარიბდებიან მათ მიერ დასაქმებული და, განსაკუთრებით, სამსახურიდან დათხოვილი ადამიანებიც. გაკოტრებული ბიზნესმენები და უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ქუჩაში გამოსვლას აანონსებენ. 

ცარიელი ქუჩები, დაკეტილი კაფე-ბარები და გასაყიდად გამზადებული შენობები დედაქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ადგილებისთვისაც უმძიმეს რეალობად იქცა. მთავრობის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო, ბიზნესი "დომინოს პრინციპით" ნადგურდება, ქვეყანაში მთელი სექტორის გადარჩენის საკითხი დგას, რომლის შანსებიც მეწარმეებისთვის ყოველდღე მცირდება.

საპროტესტო აქციებს აანონსებენ რესტორატორებიც. "რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე პრემიერმინისტრთან შეხვედრას აუცილებლად მიიჩნევს. მისი თქმით, გადაწყვეტილებას არაკომპეტენტური ხალხი იღებს, რომლებსაც სარესტორნო ბიზნესთან შეხება არ აქვთ.

ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაზე პრემიერმინისტრმა დღეს მხოლოდ მონოპოლისტ კომპანიებთან იმსჯელა. შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, ბიზნესასოციაცია კანცელარიაში დღეს ერთადერთი მიზნით, გახარიას გასამხნევებლად მივიდა.

უმწვავესი კრიზისის ფონზე, მძიმეა სპეციალისტების პროგნოზიც, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანა ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების ჭაობში იძირება, ერთადერთი დამნაშავე კი ამ პროცესში ივანიშვილის ხელისუფლებაა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი