
ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურა გურული ამბობს, რომ საქართველოს კორონავრიუსის პირველ ტალღასთან გამკლავება ახლა უწევს. მისი თქმით, თავდაპირველად უცხოელი კოლეგების, მათ შორის მის შეფასებებს ქვეყანაში აღშოთება მოჰყვა, თითქოს საზღვარგარეთ მცხოვრები ექიმები არ აფასებდნენ ქართველი კოლეგების შრომას და გატარებულ ღონისძიებებს. გურული ამბობს, რომ ახლა მათ მოსაზრებას ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინფექციონისტი, პაატა იმნაძეც ეთანხმება.
"პაატა იმნაძემაც თქვა, რომ ახალ ხედავს პირველ ტალღას, მართლაც ახლაა საქართველოში, [ პირველი ტალღა] სწორედ იმიტომ, რომ ამ ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების საშუალებით ჩვენ მოვახერხეთ გადაწევა დროის, მაგრამ, რისთვის გვჭირდებოდა ეს დრო, უპირველეს ყოვლისა სტატისტიკის შესაქმნელად... დასაწყისში შეიქმნა იმის ილუზია, საზოგადოებას ექმნებოდა წარმოდგენა, რომ კლინიკები გადატვირთული იყო, ჩვენ ეს არ ვიცოდით", - თქვა გურულმა.
ამ თემაზე ექიმმა, ზურა გურულმა გადაცემა "ღამის მთავარი" ისუაბრა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ოქტომბერს ქვეყანაში კი ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილია 15 ადამიანი. მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 ოქტომბერს თბილისისა და იმერეთში 22:00 საათის შემდეგ რესტორნების და გასართობი დაწესებულებების მუშაობა აიკრძალა. დღეს მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მცხეთაზეც გავრცელდა.