გამხნევება გახარიას კი არა, მოსახლეობას და მცირე ბიზნესს სჭირდება - ეკონომისტები

გამოქვეყნდა:

ეკონომისტები პრემიერისა და ბიზნესმენების შეხვედრას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ გამხნევება დღეს არა გიორგი გახარიას, არამედ მოსახლეობას და ბიზნესს სჭირდება.

დარგის სპეციალისტების ამბობენ, რომ რეალურად გახარია გუშინ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგნელბს უნდა შეხვედროდა და არა იმ მონოპოლისტებს, რომლებიც შექმნილ ვითარებაში თავს ისედაც კარგად გრძნობენ და კრიზისი ნაკლებად ეხებათ.

იმისთვის, რომ პანდემიის გამო გაჩერებული ეკონომიკა მთლიანად არ განადგურდეს, ეკონომისტები შეღავატების აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ რომ ხელისუფლება მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა დაეხმაროს. საჭიროა შეღავათები და გადასახადების ჩამოწერა.

მათი თქმით, ქვეყანამ აიღო ვალები, შემოვიდა დახმარებაც და ეს ფული სწორედ ხალხს უნდა მოხმარდეს. 

ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო ვალის სახით 10 მილიარდი ლარი. ერთ დასაქმებულზე საშუალოდ უწევს 10 000 ლარიანი დახმარება. ეს ნიშნავს რომ პირობითად სასტუმრო ან რესტორანი, სადაც მუშაობდა 10 ადამიანი, ამ ვალით შეუძლია დაეხმაროს დაახლოებით 10 ათასი ლარი გამრავლებული 10 თანამშრომელზე, 100 ათასი ლარით - ამბობს ირაკლი ყიფიანი 

ხელისუფლება უნდა შეხვედროდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და მოესმინა მათი აზრი. ელემენტარული გადაწყვეტილებაა მისაღები რომ კომპანიებს, რომლებსაც 1 მილიონამდე ბრუნვა აქვთ მათთვის განხორციელდეს შეღავათები, თორემ მსხვილი ბიზნესი ისედაც ნორმალურად გრძნობს თავს - ამბობს ნიკა შენგელია.

პრემიერმინისტრი ბიზნესმენებს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ, 20 ოქტომბერს შეხვდა. შეხვდრის შემდეგ ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრემიერი  გაამხნევეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი