ხო არ გავთიშო ტელეფონი?... ხო არ გამოვრთო ფბ?- ნიკა გვარამიას მიმოწერა ნინო გიორგობიანთან

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" გადაცემა "დღის სტუმარში" იმ მიმოწერას ასაჯაროებს, რომელიც ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორსა და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ, ნინო გიორგობიანს შორის შედგა.

მიმოწერიდან კარგად ჩანს, როგორ ითხოვს ნიკა გვარამია უწყებიდან პასუხს, როგორ მოიქცეს ტელევიზია მაშინ, როდესაც შეიარაღებული პირი კონტაქტზე გამოსვლას ითხოვს. 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი გიორგობიანს წერს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა გამორთოს მობილური ტელეფონი და Facebook-ი.

მიმოწერაში ასევე ჩანს, როგორ ცდილობს ნიკა გვარამია, მიაწოდოს ინფორმაცია ნინო გიორგობიანს, თავდამსხმელის გადაადგილების სავარაუდო მარშრუტზეც.

აღსანიშნავია, რომ თხოვნის მიუხედავად, გომელაურის უწყება დუმს, სამაგიეროდ ყველაფერს ტრადიციულად მედიას და "მთავარ არხს" აბრალებს მმართველი გუნდი:

ირაკლი კობახიძის კომენტარი "მთავარ არხზე" 

კახა საბანაძის განცხადება სიგნალის გათიშვაზე.

დღესვე გადაცემაში "დღის სტუმარი", "მთავარი არხის" ანალიტიკოსი, ნიკა ობოლაძე, იხსენებს, რომ გუშინ სპეცოპერაციის პარალელურად, საწყის ეტაპზე, ის დაუკავშირდა ნიკა გვარამიას, თუმცა, იმ დროს,  "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორმა, ჯერ კიდევ არ იცოდა ზუგდიდში მიმდინარე თავდასხმის შესახებ.

"გუშინ რამდენიმეჯერ ნიკას ვურეკავდი, არ აიღო... მერე იყო ეს ამბები ზუგდიდში, მერე დაურეკა ჩვენმა თანამშრომელმა, მეც იქ ვიყავი, თეომ [საინფორმაციოს ხელმძღვანელი] და  ეუბნება, რომ გავჭრა თუ არ გავჭრა რეკლამა, რადგან სავალდებულო რეკლამაა; შეიძლება დაგვაჯარიმონ, რომ არ გავჭრათ და ასე შემდეგ... ამაზე მიდიოდა საუბარი და ნიკა გაოგნებული კითხულობდა, რა მოხდა", - იხსნებს ნიკა ობოლაძე

აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკა გვარამია გუშინ დაუკავშირდა როგორც 112-ს, ასევე დაურეკა ნინო გიორგობიანს. მან ის ინფორმაცია მიაწოდა უწყებებს, რასაც თავად იღებდა დღის განმავლობაში. 

 

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბეტრს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ძარცვასას ბანკში შეჭრილი პირი, ფეისბუქის მომხმარებლის საშუალებით პირველად "მთავარ არხს" და არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას, დაუკავშირდა.

მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ნახა - მძევლად აყვანილი პირებიც. 

ამის შემდგომ კი, არხის დირექტორმა ფეისბუქზე დაწერა -  როგორ დაუკავშირდა ის პირი, რომელსაც ზუგდიდში, ბანკში 19 მძევალი ჰყავდა აყვანილი და რომელიც საკუთარ მოთხოვნებს, სწორედ კვარაცხელიას საშუალებით აჟღერებდა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი